თავში

შესაძლოა ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს - არჩილ თალაკვაძე

შესაძლოა ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუ
შესაძლოა ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს - არჩილ თალაკვაძე

დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მასთან დაკავშირებით "ტვ პირველი" სიუჟეტს ამზადებს, რომელიც შეიძლება დეზინფორმაციას შეიცავდეს. საუბარი თალაკვაძის სახლის ვითომდა გაძარცვაზეა, რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, სიცრუეა. 

"შეიძლება ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს ამის გამო.

სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დეზინფორმაციაზე რეაგირება.

ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, როგორც ჩანს ამ შაბათ-კვირას მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავენ. გუშინ, სახლში სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ - პოლიციას რატომ არ შეატყობინეო. მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system