თავში

შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს

შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს
შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს. 

მისივე თქმით, პუნქტების რაოდენობა, სადაც თბილისში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, გაიზრდება.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში საკმაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system