თავში

შესაძლოა, ოჯახის წევრებმა ზაზა გახელაძის ციხეში მონახულება შეძლონ

შესაძლოა, ოჯახის წევრებმა ზაზა გახელაძის ციხეში მონახულება შეძლონ
შესაძლოა, ოჯახის წევრებმა ზაზა გახელაძის ციხეში მონახულება შეძლონ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მეასე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

ქართული დელეგაციის მიერ დაყენებული მთავარი საკითხი ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

მათ შორისაა ზაზა გახელაძე და  გენადი ბესტაევი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მათ საოკუპაციო რეჟიმს მოსთხოვეს, რომ ოჯახის წევრებმა ზაზა გახელაძის ციხეში მონახულება შეძლონ.

"განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში, ზაზა გახელაძის მოსანახულებლად, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება,"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ 23 ივნისამდე კონკრეტული შედეგი არ იქნება, ისინი გახელაძის მოსანახულებლად ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე თავად გადავლენ. ოჯახი აანონსებს საპროტესტო აქციებსაც.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system