თავში

"შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს" - თამარ გაბუნია

"შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს" - თამარ გაბუნია
შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს.

"დღეს, უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად დაიწყო ტვინდემიაზე საუბარი. ზამთრის პერიოდი ჩვეულებრივად უკავშირდება გრიპის გავრცელებასაც. ახლა გვაქვს იმის წუხილიც, რომ გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს.

ეს ორმაგი დარტყმა ჩვენ რომ გავიაროთ მარტივად, როგორც შარშან მოვახერხეთ და გავიარეთ, იგივე ზომებია საჭირო, რაც კოვიდის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს - პირბადე, სოციალური დისტანცია, ხელის ჰიგიენა, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს და შარშან ჩვენ გამოგვიყვანა საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზამთრის პერიოდში. ასევე ვაქცინაცია, 60%-ზე მეტი გვჭირდება რეალურად, რომ "მეხუთე ტალღა" ავიცილოთ თავიდან და ზოგადად, წავიდეთ პანდემიის დასრულებისკენ საქართველოს პირობებში. 60% მიღწევადია იმ რესურსის მობილიზებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის", - განაცხადა გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system