თავში

შესაძლოა, უახლოეს მომავალში დავიწყოთ Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა - მინისტრი

შესაძლოა, უახლოეს მომავალში დავიწყოთ Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა - მინისტრი
შესაძლოა, უახლოეს მომავალში დავიწყოთ Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ამასთან, საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხს. მროგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო COVAX პლატფორმისგან ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, შესაძლოა საქართველოს მოსახლეობა უახლოეს მომავალში Pfeizer-ის ვაქცინით აიცრას. 

„მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების გაცვლა, რაც პანდემიასთან მიმართებაში დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რა ვითარება არის კონკრეტულად ახლა, რა შედეგი გამოიღო იმ გახსნითმა ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ საახალწლოდ გვქონდა, როგორი არის დღევანდელი ვითარება, ასევე როგორ იმართება ტესტირება ქვეყანაში. ყველა მნიშვნელოვანი სასაუბრო რა თმა უნდა იყო ვაქცინაციის კომპონენტი. საქართველოში უახლოეს მომავალში შიძლება გახდეს შესაძლებელი Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კელი დეგნანმა კი მინისტრთან გამართულ შეხვედრას სასარგებლო უწოდა. ელჩის თქმით, მან მიიღო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებს ის პანდემიის მართვას 2021 წელს. 

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა. არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის რომ უზრუნველყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა თუ სკოლების გახსნა“,- აღნიშნა დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system