თავში

შესაძლოა ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს და დაიცვას ადამიანები - ბიძინა კულუმბეგოვი

შესაძლოა ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს
შესაძლოა ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს და დაიცვას ადამიანები - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდემიის მიმდინარეობაზე და მასზე მწვანე პასპორტის გავლენაზე საუბრობს. პირველ არხთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მწვანე პასპორტებს აქვთ ერთი სერიოზული ნაკლი, რაც გადატანილი ინფექციის შემდეგ უვადო პასპორტის გაცემას შეეხება. 

მისი თქმით, ახალი შტამი "ომიკრონი" ამ საკითხის მართებულობაზე დამატებით კითხვებს აჩენს. 

„პრობლემა უფრო მძაფრად შევიგრძენით ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო „ომიკრონის“ გავრცელებასა და პოტენციურ რისკებზე ალაპარაკდა. ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იმდენად სახეცვლილია, რომ შესაძლოა, ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს და დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან, მაგრამ როგორც დღეს ისრაელის გამოცემა ამბობდა, როგორც ჩანს, რეინფიცრების რისკი 2.5-ჯერ გაიზრდება. რაც უფრო სწრაფად მოხდება ამის კორექტირება და სწორი საერთაშორისო სტანდარტით ქვეყანაში მწვანე პასპორტის იმპლემენტაცია, მით უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system