თავში

შესაძლოა, დავიწყოთ "სინოვაკით" ნაადრევი ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

შესაძლოა, დავიწყოთ "სინოვაკით" ნაადრევი ვაქცინაცია - თამარ გაბუნია
შესაძლოა, დავიწყოთ სინოვაკით ნაადრევი ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს. 

როგორც გაბუნია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოვაკის“ შესახებ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები მის სარგებელზე მიუთითებს.

„სინოვაკთან“ მიმართებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან, ასევე ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რაც დასჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოვაკის“ ავტორიზაციისთვის. მაგრამ შესაძლებელია, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა, რათა „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ. ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა, მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ამდენად, მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system