თავში

შესაძლოა, შეზღუდვები პირველ მარტამდე მოიხსნას

შესაძლოა, შეზღუდვები პირველ მარტამდე მოიხსნას
შესაძლოა, შეზღუდვები პირველ მარტამდე მოიხსნას

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საბჭო მსჯელობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოსხნა თარიღებზე არ იყოს დამოკიდებული.

მისივე თქმით, შემდეგი გახსნებისთვის, მყარი საფუძველია საჭირო.

,,ჩვენ ვაკვირდებით 7 და 14-დღიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელს. ვინაიდან, 7 დღის ტენდენცია უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ მსჯელობა თუ რა შეიძლება იყოს მომდევნო გახსნის საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგიონები, სადაც გვაქვს უფრო დადებითი დინამიკა და აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს, რომ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული და არამედ, უფრო მოქნილად ვმართოთ საქართველოში ეპიდვითარება.

როგორც კი გვექნება მყარი საფუძველი იმის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეპიდვითარებაზე დაყრდნობით, რომ შემდეგი გახსნები და შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია იმდენად უსაფრთხოდ, რომ არ მოხდეს უმოკლეს ვადაში ინფექციის სტატუსის დაბრუნება, როგორც ეს იყო ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ასევე ბიზნესინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება:

პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის; სკოლების; მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა.

აჭარაში ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის გამო, პირველი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტებში, ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

პირველი მარტისთვის დაგეგმილია სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით.

კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტამდე ძალაში რჩება ,,კომენდანტის საათი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system