თავში

შეშფოთებული ვარ - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

შეშფოთებული ვარ - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
შეშფოთებული ვარ - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ლუდმილა დენისოვა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს.

მისი თქმით, სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევის შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას.

„საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებულია 2021 წლის 27 ოქტომბერს უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა სრული ინფორმაცია მისი ვინაობის და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარადგინა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საქართველოში შემოსვლისას 40 წუთით დააყოვნეს და ქვეყანაში ვიზიტის მიზეზს ეკითხებოდნენ. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system