თავში

შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება - ნიკა გვარამია

შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება - ნიკა გვარამია
შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება - ნიკა გვარამია

"მთავარი" არხის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი არხის ერთ-ერთ ჟურნალისტს, მესტიის მერმა ქრთამი შესთავაზა, რაზეც მან უარი მიიღო. მისი თქმით, ამის შემდეგ, ჟურნალისტის მანქანას საბურავები დაუჭრეს.

"ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი.

დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა", - წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურასაც მიმართავს და მოითხოვს დაუყოვნებლივ დაისაჯოს თანამდებობის პირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system