თავში

შეწყალებული პატიმარი, მის მიერ მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს

შეწყალებული პატიმარი, მის მიერ მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს
შეწყალებული პატიმარი, მის მიერ მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული და პრეზიდენტის შეწყალების აქტით გათავისუფლებული რამაზ დევაძე, მის მიერ მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს.

შეწყალებული პატიმრის ინტერესების დამცველის, თეონა ქორიძის თქმით, ტაძარი გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის სახელობის იქნება და „ყოველთა წმიდა“ ერქმევა.

„ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებულია. კედლები ამოყვანილია და მისი გადახურვა დაიწყო. რამაზ დევაძე მტკივნეულად განიცდის მომხდარ უბედურ შემთხვევას და მომხდარს ინანიებს,"- განაცხადა ადვოკატმა თეონა ქორიძემ. 

2014 წელს ბათუმში, ერთ-ერთი კლუბში მომხდარ დაპირისპირებას თარაშ მუკბანიანი ემსხვერპლა. მას, საკუთარი იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდა, რომელიც მას ცნობილმა და წარმატებულმა მოჭიდავე, რამაზ დევაძემ მაშინ წაართვა, როცა მუკბანიანი კლუბში უმისამართოდ ისროდა. რამაზ დევაძე, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system