თავში

შეწყვიტეთ ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ - დავით და გურამ კაკულიების დედა

შეწყვიტეთ ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ - დავით და გურამ კაკულიების დედა
შეწყვიტეთ ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ - დავით და გურამ კაკულიების დედა

დავით და გურამ კაკულიების დედა განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კაკულიების ოჯახს რაიმე კავშირი აქვს, უსაფუძვლოა.

„ამ დღეებში გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟები თუ განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ გაჟღერებულ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ", - აცხადებს დავით და გურამ კაკულიების დედა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლე­ლო­ბა შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს. საუბარია 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბაზე. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და­ვით კა­კუ­ლია აა­ფეთ­ქეს. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system