თავში

შევაჯერეთ სხვა ქვეყნების რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება - გამყრელიძე

შევაჯერეთ სხვა ქვეყნების რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება - გამყრელიძე
შევაჯერეთ სხვა ქვეყნების რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება. 

ამასთან, გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ კოვიდგადატანილები მხოლოდ ერთი დოზით აცრან. მან ამისთვის შვეიცარიის მაგალითი დაასახელა. 

„არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან [30 დღეზე]“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system