თავში

შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია

შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია
შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე.

ომბუდსმენის თქმით, მონიტორინგი გრძელდება და ის პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოსაც.

"მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია", - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system