თავში

"შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია" - ჯანდაცვის მინისტრი

"შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია" - ჯანდაცვის მინისტრი
შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მისივე თქმით, ვაქცინაზე მოთხოვნა გაზრდილია.

"საქართველოში მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას.

ჩვენ გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ასევე ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და იმ რეესტრში, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოქალაქეების აქტიურობას ვაქცინის მოთხოვნასთან მიმართებაში.

საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩვენ ეტაპობრივად მიწოდებას ვზრდით. საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებაში," - განაცხადა ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system