თავში

"შევიყვანთ პანსიონში, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რა კითხვებს დასვამს" - მეუფე ნიკოლოზი

"შევიყვანთ პანსიონში, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რა კითხვებს დასვამს" - მეუფე ნიკოლოზი
შევიყვანთ პანსიონში, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რა კითხვებს დასვამს - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გარკვეული პირობებით შეუშვებენ.

მეუფის განმარტებით, დაწესებულებაში შესვლამდე ნინო ლომჯარიამ ბავშვებისთვის დასასმელი კითხვები მათთან წინასწარ უნდა შეათანხმოს.

"რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს ბავშვებს.

იმიტომ რომ მის მიმართ არის ეჭვი, რომ ამორალურ შეკითხვებს უსვამს ბავშვებს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system