თავში

შეზღუდვები რომ არ შემოგვეღო, ეკონომიკა მეტად ჩამოიშლებოდა - ცერცვაძე

შეზღუდვები რომ არ შემოგვეღო, ეკონომიკა მეტად ჩამოიშლებოდა - ცერცვაძე
შეზღუდვები რომ არ შემოგვეღო, ეკონომიკა მეტად ჩამოიშლებოდა - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების არარსებობის პირობებში ეკონომიკას იგივე დარტყმა მიადგებოდა, რადგან გაცილებით მეტი ადამიანი დაინფიცირდებოდა. 

"თუ გვაქვს ახლა 350 000 შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო პირბადეები და სხვა შეზღუდვები, გვეყოლებოდა, როგორც შვედეთს აქვს, მილიონი შემთხვევა და ეს მილიონი ავადმყოფი იმ ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა, ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს. ახლა მათ ხელი შეეშალათ ბიზნესში, რადგან სახლში დატოვეს, მაგრამ თუ მილიონი კაცი ავად გახდებოდა, იმ მაღაზიებში, ღია რომ დაგვეტოვებინა და პირბადეები არ მოგვეთხოვა, მილიონი ავადმყოფი უფლებამიცემულ პერიოდშიც ვერ გააკეთებდა ბიზნესს და მაინც გაღარიბდებოდნენ,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system