თავში

შეზღუდვების მოხსნა საფრთხის შემცველია - კულუმბეგოვი

შეზღუდვების მოხსნა საფრთხის შემცველია - კულუმბეგოვი
შეზღუდვების მოხსნა საფრთხის შემცველია - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საფრთხის შემცველია და რეგულაციების შემსუბუქება ვირუსის გავრცელების ზრდას გამოიწვევს.

,,შეზღუდვების მოხსნა უდავოდ საფრთხის შემცველია, არ შეიძლება მეორე აზრი არსებობდეს. აქ ორი საფრთხეა. ჯანმომ პირველად გააკეთა უპრეცედენტო მოწოდება, რომ შობის დღეს თუ თქვენ გეყოლებათ სტუმრები გამოიყენეთ პირბადეებიო, მსგავსი მოწოდება მათ არ ჰქონიათ.

ჩვენს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ, სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. 

იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% ამ დაავადების არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება, ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 635 შემთხვევა გამოვლინდაშედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 204 003-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირიჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 171 526-მდე.

ამავე პერიოდში, გარდაიცვალა 49 პაციენტისულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 002 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system