თავში

შეზღუდვების მოხსნის გეგმის მონახაზი მზად არის - გამყრელიძე

შეზღუდვების მოხსნის გეგმის მონახაზი მზად არის - გამყრელიძე
შეზღუდვების მოხსნის გეგმის მონახაზი მზად არის - გამყრელიძე

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება დაევალათ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის მონახაზი უკვე მზად არის. 

„არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, როგორც ეს გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში უნდა შეიმუშავონ. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რომელიმე ბიზნესის გახსნის შემდეგ სპეციალისტები 1 ან 2 კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყვეტენ რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system