თავში

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ს
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა

ჩვენ შევიტანთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ერქმევა "ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ერთადერთი დადგილი დარჩათ სადაც თავის დაცვა შეუძლიათ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოა. 

"საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი. ის ზღუდავს როგორც მეწარმეობის უფლებას, ისე საკუთრების უფლებას. ამას გავაპროტესტებთ, სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, სად მივიდეთ? პარლამენტმა უარი თქვა ნებისნიერი სახით ჩარევაზე და მთელი უფლება მთავრობას გადასცა, ჩვენ ერთადერთი სადაც შეგვძილია, რომ თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა"თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system