თავში

ცერცვაძე: პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია

ცერცვაძე: პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია​
ცერცვაძე: პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია

,,პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია", - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პოლიტიკაში მისი მოსვლის შესახებ დასმულ კითხვას. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდისგან არანაირი შეთავაზება არ ჰქონია და არც პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. 

,,პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ის ზუგდიდზე საუბრობს, არანაირი საარჩევნო აგიტაცია არ ყოფილა.

,,მე მივულოცე დამოუკიდებლობის დღე ჩემს რაიონს, სკოლას და ბუნებრივია, ასეთი მილოცვის დროს, რაიონს უსურვებენ წარმატებას და აღნიშნავენ, რა გაკეთდა. ზუგდიდს ჰყავს ახალგაზრდა, მონდომებული და ენერგიული მერი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი რაიონისათვის. არანაირი საარჩევნო აგიტაცია ეს არ იყო. მე საერთოდ არ ვარ ჩართული არანაირ პოლიტიკაში. არასოდეს ვყოფილვარ მხარდაჭერილი რომელიმე პარტიის ან ხელისუფლებისაგან. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი. ასე რომ იყოს, ხედავთ რა მდგომარეობაში ვართ, ხედავთ როგორ ჩამოდიოდა წვიმის დროს წყალი ჩვენს ადმინისტრაციულ კორპუსში, როგორ ფიქრობთ, მე რომ მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს ხელისუფლებასთან, ასეთ დღეში უნდა ვიყოთ? - ესაა ჩემი პასუხი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system