თავში

10 თვეში საპენსიო ფონდი 162 103-მა მოქალაქემ დატოვა

10 თვეში საპენსიო ფონდი 162 103-მა მოქალაქემ დატოვა
10 თვეში საპენსიო ფონდი 162 103-მა მოქალაქემ დატოვა

10 თვეში საპენსიო სქემას 911 897 ადამიანი შეურთდა, 162 103-მა კი დატოვა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ლევან სურგულაძის განმარტებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში დასაქმებული იყო 737 254, ხოლო საჯარო სექტორში - 211842 ადამიანი.

„კანონის თანახმად, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიებს ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ საპენსიო სქემა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა შეადგენს 162 103-ს. მინდა დავამატო, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად ნულზე დავიდა, სულ რამდენიმე ადამიანი გადის დღის განმავლობაში საპენსიო სქემიდან, სამაგიეროდ კი ჩვენ ყოველდღე გვემატება რვაასიდან ათასამდე ახალი მონაწილე. გასული ადამიანებიდან, კერძო სექტორში მომუშავე არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორში - 42 115 ადამიანი,”- განაცხადა სურგულაძემ. 

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system