თავში

მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან

მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან
მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში რამდენიმე დღეა თევზები იხოცებიან. მათი უმეტესობა მდინარის ზედაპირზე ტივტივებს, ნაწილი კი მდინარემ ნაპირზე გამორიყა.

მოსახლეობის თქმით, მიზეზი მდინარეში გადაყრილი ციტრუსის ნარჩენებია.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემა მდინარე აჭყვაში წყლის დინების შემცირებამ გამოიწვია და ეს არ უკავშირდება რაიმე სახის ეკოლოგიურ პრობლემას.

მირიან ქათამაძის თქმით, მერიისა და მელიორაციის მიერ ერთობლივად დაწყებული სამუშაოები უკვე დასრულებულია, მდინარე აჭყვაში წყლის დინება კვლავ აღდგება და პრობლემაც მოგვარდება.

"აღნიშნული ფაქტი მდინარე აჭყვას კალაპოტში წყლის სიმცირემ გამოიწვია, ხოლო სუნი და დისკომფორტი არ არის კონკრეტულად რაიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგი. მერიისა და მელიორაციის სამსახურის მიერ ერთობლივად დაიგეგმა კონკრეტული სახის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს დამაკავშირებელი არხის მოწესრიგებას აჭყვასთან. აღნიშნულმა გამოიწვია აჭყვას კალაპოტში წყლის სიმცირე და სწორედ აქედან არის გამოწვეული დისკომფორტი. მე მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი და მოვუწოდებ გაგებით შეხვდნენ ამ პრობლემას. არხი უკვე არის გახსნილი, სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, აჭყვას კალაპოტის დინება აღდგება და აღნიშნული პრობლემაც მალე მოიხსნება", - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system