თავში

შიმშილით და სიცივით იხოცებიან, დავეხმაროთ - მიხეილ რამიშვილის წამოწყება

შიმშილით და სიცივით იხოცებიან, დავეხმაროთ - მიხეილ რამიშვილის წამოწყება
შიმშილით და სიცივით იხოცებიან, დავეხმაროთ -  მიხეილ რამიშვილის წამოწყება

ე.წ ციანიდისა და თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმეების ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოცილურ ქსელში ახალი ინიციატივის შესახებ წერს. მისი თქმით, პანდემიის პირობებში ადამიანების ნაწილი შიმშილისა და სიცივისგან შეიძლება დაიხოცოს. რამიშვილი საკუთარ ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვას სთავაზობს.

"იმედია ჩემი კოლეგები და მეგობრები გვერდში დამიდგებიან, ვიცი არავის გვილხინს განსხვავებით დღევანდელი თანამდებობის და პარლამენტის წევრებისგან, ჩვენ ხომ ადამიანების უფლებებს ვიცავთ უსამართლო ქვეყანაში, შეუძლებელია უყურო დამშეულ ადამიანებს. ვიცი ჩვენ დროის მხრივ ძალიან შეზღუდულები ვართ, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ჩვენი პროფესიონალური და ადამიანური მოვალეობაა, ხელი გავუწოდოთ შეძლებისდაგვარად ხელისუფლების მხრიდან დავიწყებულ და მიგდებულ ადამიანებს, რომლებიც შიმშილისა და სიცივის პირას იმყოფებიან და იხოცებიან. დავეხმაროთ შეგროვებული ფინანსებით შევუძინოთ საკვები ან რითაც შეგვიძლია. მოვიძიოთ ადამიანები და ოჯახები ვინც შიმშილის პირსაა, ჩემს ოფისს გამოვიყენებ პარალელურად ამ საქმისთვის, ყველაფერთან ერთად მოვინახულებ გამძღარ ბიზნესმენებს დასახმარებლად და ა.შ.

მარტო მაინც ვაკეთებ, მაგრამ ხომ გაგიათ 'მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო" ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ და ჩვენც ჩავერთოთ ამ ფერხულში, რასაც ადამიანობა ჰქვია.

ეს არის ანგარიშის ნომერი და ვისაც რა გაგიხარდებათ და შესძლებთ იმდენი შევწიროთ ჩვენს თანამემამულეების სიცოცხლეს. მიყვარხართ" - წერს ადვოკატი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system