თავში

"შინ ბრუნდება სიხარულისგან გაფართოებული თვალებით" - პატარა ემილიმ ლეიკემია დაამარცხა

"შინ ბრუნდება სიხარულისგან გაფართოებული თვალებით" - პატარა ემილიმ ლეიკემია დაამარცხა
შინ ბრუნდება სიხარულისგან გაფართოებული თვალებით - პატარა ემილიმ ლეიკემია დაამარცხა

სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.

პატარა ემილიმ, რომელიც წელიწადია ლეიკემიას ებრძოდა, დაავადება დაამარცხა.

"მეგობრებო, გილოცავთ გიორგობას! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ…

ზუსტად 1 წლის წინ, 6 მაისს იაშვილის კლინიკიდან რეანიმობილით წამოვედით სტამბოლში… შეშინებულები, დაბნეულები, გაურკვევლობაში, ბევრი კითხვის ნიშნით, დამძიმებული გულით, ბევრი ცრემლით, ბევრი ტკივილით….

4 წლის ემილის შეშინებული, გაფართოებული თვალები, ვერ ხვდება რა ხდება, სად მიდის, რა ელის წინ….

ერთადერთი კითხვა: დედა, როდის წავალთ სახლში?

ვერ პასუხობ, რადგან თავადაც არ იცი….

ვინც იცნობთ ემილის გეცოდინებათ როგორი საზრიანი და დაკვირვებულია, ვერ მოატყუებ და არც არასდროს მომიტყუებია….

ყოველთვის ბევრ კითხვას სვავს და სანამ პასუხს არ მიიღებს არ მოისვენებს.

ამიტომ, ავუხსენი, რომ სხეულში ბევრი ცუდი ბაქტერია ჰყავდა, ქიმია კი ელექსირი იყო, რომელიც ბაქტერიებს კლავდა და ემილის სუპერ ძალით ავსებდა.

ქიმიების დასრულების შემდეგ კი სუპერ გმირად გადაიქცეოდა, სახელიც მოვიფიქრეთ „სუპერ M“.

თითოეული გაცვენილი თმა კი, თითო მკვდარი ბაქტერია იყო. ამის გამო, ემილი დიდი სიხარულით შეხვდა თმის ცვენას, ყვიროდა ბაქტერიები კვდება, ბაქტერიები კვდებაო…

ახლა რომ ჰკითხოთ: ემილი, როგორ ხარ? გიპასუხებთ, კარგად, ყველა ბაქტერია გავანადგურეო.

ბაქტერიების გამანადგურებელი, „სუპერემი“, ზუსტად 1 წლის შემდეგ შინ ბრუნდება.

ახლა უკვე სიხარულისგან გაფართოებული თვალებით, გამომგზავრებამდე საათებს ითვლის
ზუსტად 1 წლის შემდეგ, ექიმებმა დაგვრთეს ნება და ვბრუნდებით საქართველოში.

როგორც იცით, 1 თვეა გავდივართ დაცვით თერაპიას, მედიკამენტების სახით ემილი იღებს ქიმიას, მუდმივად კონტროლდება ანალიზები და ანალიზების მიხედვით ექიმი განსაზღვრავს წამლების დოზას, სამშაბათს ზურგის ტვინში გაიკეთა პირველი ნემსი, სულ უნდა გაკეთდეს 6 ნემსი…

მადლობა უფალს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ექიმებისგან რეკომენდაციაა: ემილის იზოლაცია, რემისიის შესანარჩუნებლად მედიკამენტებით მკურნალობა გაგრძელდება 1 წელი….

დიდი მადლობა თქვენ, ყველა იმ ადამიანს, უცნობ თუ ნაცნობს, ვინც გაიზიარეთ ჩვენი განსაცდელი.

ღმერთმა, სიკეთით დაგიბრუნოთ.

ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პროკურატურას და თითოეულ მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელს გაწეული თანადგომისთვის, თქვენი წვლილი ემილის გამოჯანმრთელებაში ძალიან დიდია.

თქვენ იყავით იმედი და ძალა, უხილავ მტერთან ბრძოლაში.

პ.ს. ყველა ბავშვს და მშობელს, რომლებიც ახლა გადიხართ ამ გზას, გისურვებთ გამძლეობას, იმედი და რწმენა არასდროს დაკარგოთ, აუცილებლად კარგად იქნებით",- წერს სოციალურ ქსელში თათია წულაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system