თავში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი სვანეთში გაუჩინარებული
მოზარდის საძიებო სამუშაოების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, მესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე 19 დღეა ეძებენ. სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, უკვე მეორე დღეა თბილისსა და ზუგდიდშიც ახორციელებენ. თუმცა, ილია ფილფანის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი ამ დრომდე სვანეთში იყოს.

დაკარგული ბავშვის მშობლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე სამძებრო ოპერაციის შესახებ. როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

13 წლის ბიჭი ბოლოს 18 ივლისს, სოფელ ლენჯერში ნახეს, როცა ბავშვი ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system