თავში

შინაური ცხოველის ხმაურისთვის, მეპატრონე შესაძლოა დაჯარიმდეს

შინაური ცხოველის ხმაურისთვის, მეპატრონე შესაძლოა დაჯარიმდეს
შინაური ცხოველის ხმაურისთვის, მეპატრონე შესაძლოა დაჯარიმდეს

შინაური ცხოველის ხმაურისთვის,  მეპატრონე შესაძლოა 50 ლარით დაჯარიმდეს. ცხოველთა დაცვის ფედერაციის ინფორმაციით, კანონპროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა უკვე შედგა. 

გარდა ხმაურისთვის განსაზღვრული ჯარიმებისა, კანონპროექტში წერია, რომ ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, მისი სახლის გარეთ.

„შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ანდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა (სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები, ხმაური)"-აღნიშნულია კანონპროექტში.

ცხოველთა დაცვის საზოგადოება ცდილობს, კანონპროექტში ცვლილება შეიტანოს. მათი ნაწილი კანონპროექტის ამ ნორმას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს ზღუდავს როგორც ცხოველის ასევე მისი პატრონის უფლებებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system