თავში

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს
შინდისის ბრძოლაში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. გადაიხადეს დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. ასევე, შინდისის მემორიალთან მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა ახვლედიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system