თავში

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აქცია მსვლელობის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

  • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
  • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
  • ბესიკის ქუჩა
  • ლესია უკრაინკას ქუჩა
  • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
  • 9 აპრილის ქუჩა
  • ანტონ ფურცელაძის ქუჩა
  • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
  • გია ჭანტურიას ქუჩა
  • რეზო ლაღიძის ქუჩა
  • ვასო აბაშიძის ქუჩა
  • მესხიას ქუჩა
  • ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

    შსს-ს ცნობით, ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system