თავში

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 29 წლის მუშის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 29 წლის მუშის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 29 წლის მუშის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, მშენბარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 29 წლის მუშის მდგომარეობა კრიტიკულია. 

report.ge-ს იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა, რომ პაციენტს სხეულის მრავლობით მოტეხილობები და დაჟეჯილობები აღენიშნება.

"წვივი, ბარძაყი, მენჯი და ნეკნები გატეხილია. ელენთა და ღვიძლი დაზიანებული. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა," განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გუშინ გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, მშენებარე ობიექტზე მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system