თავში

შმაქსი ტაქსის ნაცვლად - ზურაბ ჯაფარიძემ ახალი ორგანიზაცია გახსნა

შმაქსი ტაქსის ნაცვლად - ზურაბ ჯაფარიძემ ახალი ორგანიზაცია გახსნა
შმაქსი ტაქსის ნაცვლად - ზურაბ ჯაფარიძემ ახალი ორგანიზაცია გახსნა

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ახალი ორგანიზაციის, “შმაქსის” პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც მისი თქმით შექმნის ახალ პროდუქტს - “ბორბლებზე მოძრავ უნივერსიტეტს”. 

ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება ავტომობილები, რომლებიც მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად განათლების მიღებაში დაეხმარებიან და მიაწოდებენ “საღ აზრს და სწორ მორალს”. 

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას. "გირჩის" შექმნის ერთ-ერთი მიზანი კი, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი არსით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა."- თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩის” ინიციატივა არის პასუხი მერიის მიერ ინიცირებული და მიმდინარე “ტაქსების რეფორმის”, რომლის ახალი ტალღის ამოქმედების შემდეგაც თბილისში ტაქსის ფუნქციის მქონე ავტომობილები მხოლოდ თეთრი ფერის შეიძლება იყოს.    

” შმაქსის პირველი კონტრაქტორი მძღოლები თავად პარტია გირჩის წევრები იქნებიან, იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლები, რომელბსაც თეთრი ფერის მანქანა არ ჰყავთ და “შმაქსში” მუშაობას გადაწყვეტენ, “გირჩი” მზად არის მიაწოდოს მათ სასწავლო რესურსები და მასალები, რომელიც ხალხში უნდა გაავრცელონ. "შმაქსის" თანამშრომლების ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.

ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს რეფორმა და სახელმწიფო რეგულაცია ათი ათასობით ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე და მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, შეეშვან ტაქსაობას და “დაიწყონ შმაქსაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system