თავში

შობა მარტო 6 იანვარი არ არის - რუსუდან გოცირიძე

შობა მარტო 6 იანვარი არ არის - რუსუდან გოცირიძე
შობა მარტო 6 იანვარი არ არის - რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებში გათვალისწინებულ გამონაკლის დღეებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"შობა მარტო 6 იანვარი არ არის და იქნებ რელიგიების სააგენტოს გაკეთებული კალენდარი ამაში მაინც გამოიყენოთ და ნახოთ რა საზოგადოებას ემსახურებით...." - წერს რუსუდან გოცირიძე Facebook-ზე. 

ცნობისთვის, მთავრობამ ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა შეიზღუდება; გამონაკლისი იქნება ახალი წელი - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system