თავში

შორენა ღლონტი: რამდენი უნდა მოითმინოს პაციენტმა რომელიც განეკუთვნება რისკჯგუფს?!

შორენა ღლონტი: რამდენი უნდა მოითმინოს რომელიც განეკუთვნება რისკჯგუფს?!
შორენა ღლონტი: რამდენი უნდა მოითმინოს პაციენტმა რომელიც განეკუთვნება რისკჯგუფს?!

ჟურნალისტი შორენა ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, 40 წლის კაცს, რომელიც კოვიდინფიცირების რისკჯგუფშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა ცხელი ხაზისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ნომრები რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულია. 

მისი თქმით, პაციენტი მედიცინის მუშაკებს გადაუდებელი დახმარების მისაღებად ელოდება. 

"მადლობას გიხდით მოთმინებისთვის" - 112!!! რამდენი უნდა მოითმინოს პაციენტმა, რომელსაც აწუხებს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი აქვს ზურგის არეში, განეკუთვნება რისკჯგუფს, აქვს ფილტვების ქრონიკული დააავადება. დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი და დაახლოებით 6 საათია ცდილობს, გადაიყვანოს შესაბამისმა სამსახურებმა კოვიდკლინიკაში. არის 40 წლის, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მამის დაინფიცირების გამო დგანან ქუჩაში და ამ დრომდე ვერ ახერხებენ სახლში შესვლას!!!! 112 არ იცის, ლოდინის რეჟიმი დაახლოებით რამდენი სააათი შეიძლება გაგრძელდეს, 1505 - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე არავინ პასუხობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - გელოდებათ ახალგაზრდა კაცი გადაუდებელი დახმარების მისაღებად!!!!!", - წერს საკუთარ პროფილზე ჟურნალისტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system