თავში

შოთა არველაძე: სრული სიცრუეა, ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება

შოთა არველაძე: სრული სიცრუეა, ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება
შოთა არველაძე: სრული სიცრუეა, ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება

,,სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს", - ამის შესახებ ტაშკენტის "ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეგულაციების სრული დაცვით, თვითიზოლაციაში იმყოფება.

შოთა არველაძე წერს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, მას ასთმა აქვს, სიცრუეა.

,,რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის", - წერს არველაძე.

ცნობისთვის, შოთა არველაძის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system