თავში

შშმ პირთა საჭიროებები უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა

შშმ პირთა საჭიროებები უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა
შშმ პირთა საჭიროებები უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გამართა. მათ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები განიხილეს. 

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

ვაცნობიერებთ რა COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ მომატებულ რისკებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მიმდინარე რეჟიმში ვახორციელებთ რისკების მონიტორინგს თავად თემის წარმომადგენლების ჩართულობით“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის დროს შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა - თათია გვარამაძე, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა - მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მენჯერმა - მარიამ თუთბერიძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system