თავში

შსს: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შსს: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შსს: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამარტულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე ეცნობათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას დღის განმავლობაში პროაქტიულად მოახდენს", - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system