თავში

შსს: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს

შსს: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს
შსს: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს  ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა პოზიტიური შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას, რის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც GozNym-ის სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიებების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორი ბრედი აფიქსირებს და აცხადებს: GozNym-ის საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის დევნა განხორციელდა ევროპოლში სამართალდაცვით სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობითა და მაისში, მე განვაცხადე, რომ საერთაშორისო კიბერდანაშაულის გამოწვევები საჭიროებს საერთაშორისო რეაგირებას. მინდა მოვულოცო და პერსონალური მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომატევადი საქმიანობისათვისა და ერთგულებისთვის, ასევე მონდომებისთვის რათა ამერიკაში და მსოფლიოს გარშემო განხორციელებულიყო მართლმსაჯულება GozNym-ის ქსელით დაზარალებულთათვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system