თავში

შსს: გამოძიება დავიწყეთ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე

შსს: გამოძიება დავიწყეთ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე
შსს: გამოძიება დავიწყეთ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი გაიმართა.

ნინო ცაციაშვილმა 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის
მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

მისივე თქმით, ერთადერთი საქმე რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.

"ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს", -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system