თავში

შსს გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავებას არ ადასტურებს

შსს გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავებას არ ადასტურებს
შსს გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავებას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატების გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

რაც შეეხება თავად დეპუტატ გიგა ბოკერიას, როგორც აქციაზე დაბრუნებულმა „ევროპულ საქართველოს“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი თანაგუნდელი ნამდვილად წაიყვანეს პატრულის მანქანით, თუმცა პატრულის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ არ დაუკავებიათ და ისინი მხოლოდ ტერიტორიას განარიდეს.  

გიგა ბოკერია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ "განარიდეს", რაც აქციაზე წალმის შემოტანის მცდელობას პოლიციასა და დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. გარკვეული დროის შემდეგ დეპუტატები კვლავ შეუერთდნენ აქციას.  

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან შეშისა და სხვა გასათბობი საშუალბების მიტანის უფლებას არ აძლევენ, რასაც სახალხო დამცველი კანონდარღვევად მიიჩნევს.

საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის დეპუტატს იმუნიტეტი იცავს და მისი დაკავება, გარდა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისა, აკრძალულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system