თავში

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოავლინა

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოავლინა
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოავლინა.

24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევის 65 ფაქტი აღკვეთა. 

ამასთან, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 20 შემთხვევა გამოვლინდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

"საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system