თავში

შსს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება

შსს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება
შსს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გაძარცვულია სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი. მათივე თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წაღებულია სამსახურებრივი ინფორმაციის შემცველი მეხსიერების ბარათები. 

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system