თავში

შსს: მედიაში გავრცელებული კადრები მარნეულში არ არის გადაღებული

შსს: მედიაში გავრცელებული კადრები მარნეულში არ არის გადაღებული
შსს: მედიაში გავრცელებული კადრები მარნეულში არ არის გადაღებული

დღეს მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც სასაფლაოზე მომხდარი ინცინდენტია ასახული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კადრები მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს არის გადაღებული და პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი კარანტინის წესების დარღვევა გახდა.

აღნიშნულის გადასამოწმებლად report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კადრები გუშინ, 22 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს ასახავს.

,,ათზე მეტი პირი რადგან იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, პოლიციამ მისცა რეკომდენდაცია, რომ დაეცვათ საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული ნორმები და ისინი დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოთხოვნას", - აცხადებენ უწყებაში. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჟიმით გათვალისწინებული ერთ-ერთი შეზღუდვა,10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრაა.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან 5 კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system