თავში

შსს მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

შსს მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
შსს მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. 

გომელაური ჩინური "სინოფარმით" ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) აიცრა. 

როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალიტებს განუცხადა, მისი გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო მოსახლეობის წახალისების სურვილით.

"გავიკეთე "სინოფარმი", პირველ რიგში მინდოდა ამით მაგალითი მიმეცა ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი წამეხალისებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. რასაც მსოფლიოში ვხედავთ წელიწადზე მეტია და არაფერი იცვლება, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ვაქცინაცია გარდაუვალია. სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმის რეკომენდაცია ექნება" - განაცხადა გომელაურმა. 

მინისტრთან ერთად დღეს ვაქცინაციის პროგრამაში ერთვებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system