თავში

შსს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარელებს
შსს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები უკან გადაეცემათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სახელმწიფო ორგანოს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system