თავში

შსს-ს აკადემიაში ფიზიკური მომზადების ახალი სივრცე გაიხსნა

შსს-ს აკადემიაში ფიზიკური მომზადების ახალი სივრცე გაიხსნა
შსს-ს აკადემიაში  ფიზიკური მომზადების ახალი სივრცე გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს აკადემიაში ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა.

მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს. სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. 

პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე – ე.წ. „შუთჰაუსი“ რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც, თეორიული სწავლების შემდეგ, აკადემიის მსმენელებს სიმულაციური იარაღის გამოყენებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.

გარდა ამისა, პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები.

ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია (ორადგილიანი და ერთადგილიანი). წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system