თავში

შსს-ს მინისტრი ზუგდიდში კიდევ ერთხელ ჩავიდა

შსს-ს მინისტრი ზუგდიდში კიდევ ერთხელ ჩავიდა
შსს-ს მინისტრი ზუგდიდში კიდევ ერთხელ ჩავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახატნ გომელაური მის მოადგილესთან ერთად ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა შეხვდა.

უცნობია რასთან დაკავშირებით იმყოფება გომელაური ზუგდიდში, თუმცა ვიზიტი სავარაუდოდ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ ძარცვას უკავშირდება. 

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრი ზუგდიდში 22 ოქტომბერსაც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system