თავში

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული
ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ report.ge-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

შსს-ს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს
სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების
კვლევას.

“აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ხვალ, 19 სექტემბერს ბათუმის
სტრუქტურული ერთეული დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე,
ერთი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება, ორშაბათიდან კი ჩვეულ რეჟიმში
გააგრძელებს მუშაობას”, – აცხადებენ უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system