თავში

შსს-ს მომსახურების ცენტრებს დეზინფექცია ჩაუტარდა

შსს-ს მომსახურების ცენტრებს დეზინფექცია ჩაუტარდა
შსს-ს მომსახურების ცენტრებს დეზინფექცია ჩაუტარდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისისა და რეგიონულ ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი დღეში რამდენჯერმე იწმინდება. ასევე, ინტენსიურად ტარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონულ ფილიალებში.

ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, ცენტრში სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system