თავში

შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება 

შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება 
შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ხელფასი 125 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია მათ, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტმა მიაწოდა. ვახტანგ გომელაური სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გააცნო ის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1 ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system