თავში

შსს: საარჩევნო კომისიებთან აქციებზე 9 პირია დაკავებული

შსს: საარჩევნო კომისიებთან აქციებზე 9 პირია დაკავებული
შსს: საარჩევნო კომისიებთან აქციებზე 9 პირია დაკავებული

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. 

ხოლო, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 9 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.

მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ. 

დედაქალაქსა და რეგიონებში საოლქო-საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system